შექმენი კონტენტი. დააგროვე ნახვები. გამოიმუშავე.

Tutoro აპია, სადაც ინგლისურს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სწავლობ. გადაიღე ან დაამონტაჟე ვიდეოები Tutoro-ზე და გამოიმუშავე ფული ნახვებითა და შენ მიერ მოწვეული ყოველი მომხმარებლით, რომელიც ფასიან გამოწერას შეიძენს.

შეავსე განაცხადი

ნახე, როგორ მუშაობს

რამდენს გამოიმუშავებ

რამდენის გამომუშავება შეგიძლია?

კვირაში რამდენ ვიდეოს აქვეყნებ

ვიდეოს ნახვების საშუალო რაოდენობა

ჯამურად ყველა პლატფორმაზე, სადაც ვიდეოებს აქვეყნებ

სად დებ ვიდეოებს

სადაც უნდა გამოაქვეყნო, ნახვებში ერთნაირად გიხდით. პლატფორმის მიხედვით მხოლოდ ნახვების დათვლის მეთოდი იცვლება.

ნახვებს ჩვენ ვითვლით

ბმულს თავად ჩასვამ

სავარაუდო შემოსავალი თვეში

ეს სავარაუდო შემოსავალია, გარანტიას ვერ დაგპირდებით. ვიდეოდან თანხის მიღებას მაშინ დაიწყებ, როცა ნახვები 3,000-ს გადააჭარბებს და მოდერატორი ვიდეოს შეამოწმებს და მოიწონებს.

შეავსე განაცხადი

Bronze

Silver

Gold

პლატინა

Diamond

YouTube

TikTok

Instagram

Facebook

ცოტა გამომწერი გყავს? არაუშავს.

გამომწერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, არც შესარჩევი ეტაპის გავლა გჭირდება. გადაიღე ვიდეოები, დაამონტაჟე მზა მასალა ან უბრალოდ გააზიარე შენი რეფერალური ბმული. ფულის გამომუშავების გზას შენც იპოვი.

  • კონტენტ კრეატორი

    გადაიღე საკუთარი ვიდეოები, მოარგე პოპულარული ტრენდები შენს სტილს და აქციე Tutoro შენი კონტენტის ბუნებრივ ნაწილად.

  • მემონტაჟე

    იპოვე პოპულარული ვიდეოები და ყურადღების მიმქცევი იდეები, დაამონტაჟე შენებურად და დაამატე კადრები Tutoro-ზე ჩვენი ბიბლიოთეკიდან.

  • პარტნიორი

    გააზიარე შენი ბმული ან კოდი ყველგან, სადაც აუდიტორია გყავს, და მიიღე თანხა თითოეულ მოწვეულ მომხმარებელზე, რომელიც ფასიან გამოწერას შეიძენს.

Don't waste opportunity

შეავსე განაცხადი

როგორ მუშაობს

ოთხი მარტივი ნაბიჯი პირველ შემოსავალამდე

შემოგვიერთდი უფასოდ და გააცანი სხვებს Tutoro ისე, როგორც შენ გირჩევნია. გამოიმუშავე თანხა შენი კონტენტით ან ახალი მომხმარებლების მოწვევით.

  • დარეგისტრირდი და მიიღე შენი რეფერალური კოდი

    დარეგისტრირდი უფასოდ და მიიღე შენი უნიკალური კოდი. მაშინვე გექნება წვდომა კონტენტ კრეატორის პირად კაბინეტსა და მასალების ბიბლიოთეკაზე.

  • აირჩიე, როგორ გაუწევ რეკლამას Tutoro-ს

    გადაიღე საკუთარი ვიდეოები, დაამონტაჟე პოპულარული კლიპები ჩვენი ბიბლიოთეკის მასალებით ან უბრალოდ გააზიარე შენი რეფერალური ბმული თუ კოდი.

  • გამოაქვეყნე, გაარეკლამე და თვალი ადევნე შენს შემოსავალს

    ვიდეოს აღწერაში აუცილებლად ახსენე Tutoro მითითებული წესით და გააზიარე შენი რეფერალური კოდი. პირად კაბინეტში თვალი ადევნე ანაზღაურებად ნახვებს, მოწვეულ მომხმარებლებსა და შემოსავალს.

  • მიიღე ანაზღაურება

    თვალი ადევნე შენს შემოსავალს და მოითხოვე თანხის ჩარიცხვა პირდაპირ PayPal-ზე, Wise-ზე ან საბანკო ანგარიშზე.

ყველაფერი, რაც პირველი შემოსავლისთვის გჭირდება

აქ დაგხვდება მზა მასალები, ანაზღაურების გასაგები ტარიფები და პირადი კაბინეტი. რაც უკეთესი შედეგები გექნება, მით მეტი ბონუსი გელოდება.

  • გამოიმუშავე ნახვებითა და მომხმარებლების მოწვევით.

    მიიღე ფული ყოველ 1,000 ჩათვლილ ნახვაში და ბონუსები მათთვის, ვინც შენი რეკომენდაციით ფასიან გამოწერას შეიძენს. თვალი ადევნე შენს შემოსავალს და გაიტანე თანხა PayPal-ით, Wise-ით ან საბანკო გადარიცხვით.

  • ყველაფერი ვიდეოების შესაქმნელად

    ბიბლიოთეკაში დაგხვდება ყურადღების მიმქცევი დასაწყისების იდეები, აპის ეკრანის ჩანაწერები, მზა კლიპები და სცენარები. ააწყვე ვიდეოები უფრო სწრაფად, ყველაფრის თავად გადაღება არ მოგიწევს.

  • ყველა შენი შედეგი ერთ სივრცეში.

    შენს პირად კაბინეტში ერთად ნახავ ნახვებს, მოწვეულ მომხმარებლებსა და შემოსავალს. მარტივად გაიგებ, რა გაძლევს შედეგს და რამდენს გამოიმუშავებ.

  • მეტი შედეგი, მეტი შემოსავალი.

    გადადი უფრო მაღალ ლიგებში და გაზარდე შენი ანაზღაურება. რაც მეტს მიაღწევ, მით მეტის გამომუშავებას შეძლებ.

ლიგაში ადგილი ყოველთვე თავიდან უნდა მოიპოვო: მოაგროვე შესაბამისი რაოდენობის გამოწერები და მთელი მომდევნო თვე იმ ლიგაში იქნები. პირველ თვეში შენს საწყის ლიგას ვადგენთ, ამიტომ ამ დროს მხოლოდ დაწინაურება შეგიძლია, დაბალ ლიგაში არ ჩამოხვალ.

აპლიკაცია

გაიცანი აპი, რომელსაც რეკლამას გაუწევ

Tutoro ინგლისურის სასწავლო აპია, სადაც პირად AI რეპეტიტორთან სრულფასოვან გაკვეთილებს გადიხარ. ვარჯიშობ საუბარში, მოსმენასა და კითხვაში, მაშინვე იღებ უკუკავშირს, თამაშის ელემენტები კი სწავლის ხალისს გინარჩუნებს.

  • ისაუბრე, როგორც ნამდვილ გაკვეთილზე

    შენ საუბრობ, მასწავლებელი კი გპასუხობს, გიხსნის და საუბრისას სავარჯიშოებს გაძლევს.

  • ივარჯიშე ნებისმიერ სიტუაციაში

    ივარჯიშე გასაუბრებისთვის, გაესაუბრე ექიმს, ჩაერთე თავგადასავალში ან მოიფიქრე საკუთარი სცენარი.

  • აირჩიე, ვის ესაუბრები

    ყველა მასწავლებელს თავისი აქცენტი და ხასიათი აქვს. აირჩიე, ვისთან საუბარიც გესიამოვნება.

  • ზუსტად იცი, რაზე იმუშაო

    ყოველი გაკვეთილის შემდეგ ნახე შენი ქულები და გაიგე, რომელ შეცდომებს იმეორებ.

  • სიტყვები, რომლებიც აღარ დაგავიწყდება

    სიტყვებს, რომლებიც მალე დაგავიწყდებოდა, პატარა თამაშებში გაიმეორებ, სანამ კარგად არ დაიმახსოვრებ.

  • სწავლის გზა უსასრულო სქროლვის ნაცვლად

    ყოველი გაკვეთილით რუკაზე წინ მიიწევ, ერთი სამყაროს დასრულების შემდეგ კი მომდევნო გეხსნება.

  • ადი ახალ დონეზე. პირდაპირი მნიშვნელობით

    შექმენი შენი პერსონაჟი და ყოველი გაკვეთილით აუმაღლე დონე, რომ სულ უფრო მაღალ ლიგებში გადახვიდე.

ნახე, როგორ გამოიმუშავებენ კონტენტ კრეატორები Tutoro-სთან ერთად

ნახე, როგორ აცნობენ სხვებს Tutoro-ს კონტენტ კრეატორები საკუთარი ვიდეოებითა და კრეატიული მონტაჟით. აიღე შთაგონება და შექმენი შენი ვერსია.

  • Marta Kowalczyk

    @martacuts

    TikTok

  • Deniz Aksoy

    @denizspeaks

    YouTube

  • Ifeoma Balogun

    @ifeomastudies

    Instagram

  • Rafael Queiroz

    @rafacorta

    TikTok

  • Hoang Minh Tu

    @tuhoclish

    YouTube

  • Sofia Marchetti

    @sofiaonmute

    Instagram

რას ამბობენ კონტენტ კრეატორები

რამდენიმე სიტყვა მათგან, ვინც უკვე Tutoro-ს არეკლამებს.

  • ჩართვა ძალიან მარტივი იყო. დავრეგისტრირდი, კოდი მივიღე და იმავე დღეს დავიწყე ვიდეოების გამოქვეყნება.

  • მომწონს, რომ გამომწერების მინიმალურ რაოდენობას არ ითხოვენ. მცირე აუდიტორიითაც თავისუფლად ჩაერთვები.

  • პირად კაბინეტში ყველაფერი გასაგებად ჩანს: რამდენი გამოვიმუშავე, რა თანხაა ჯერ შეჩერებული და როდის შევძლებ მის მიღებას.

  • აქ ნახვებითაც ვიღებ შემოსავალს და გამოწერებითაც. ჩვეულებრივ პარტნიორულ პროგრამაზე ბევრად საინტერესოა.

  • მზა ვიდეოებით მონტაჟზე ბევრ დროს ვზოგავ. თან შემიძლია ჩემებურად გადავაკეთო და ჩემი გვერდის სტილს მოვარგო.

  • პროგრამაში გარკვევა მარტივია და ანაზღაურებაც კარგია. უბრალოდ, ბიბლიოთეკაში მეტი მასალა რომ იყოს, გამიხარდებოდა.

  • ძირითადად სარეფერალო კოდის გამო ჩავერთე, ნახვებიდან მიღებული თანხა კი სასიამოვნო ბონუსი აღმოჩნდა.

  • ლიგები მონაწილეობას უფრო სახალისოს ხდის. როცა ვხედავ, რა ცოტა მაკლია შემდეგ დონემდე, კიდევ უფრო მინდება ვიდეოების დადება.

  • ბევრი გამომწერი არ მყავს. როცა გავიგე, რომ აქ მათ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მეც გადავწყვიტე მეცადა.

  • ყველაფერი მარტივია: ვდებ ვიდეოს, ვამატებ tutoro.pro-ს და ნახვებსა თუ სხვა მონაცემებს პირად კაბინეტში ვადევნებ თვალს.

  • საწყისი ბონუსი $10 სასიამოვნო სიურპრიზი იყო. რაც მთავარია, მაშინვე გავიგე, როგორ გამოვიმუშავებდი ფულს.

  • ძირითადად მოკლე ვიდეოებს ვამონტაჟებ, თავად კამერის წინ იშვიათად ვჩნდები. ამიტომ მზა ვიდეოების ბიბლიოთეკა ძალიან გამომადგა.

  • კარგი იდეაა და ჩართვაც ძალიან მარტივი იყო. თანხის მიღებას ცოტა დიდხანს ველოდები, თუმცა ყველა პირობა გასაგებადაა ახსნილი.

  • როცა შენი ვიდეოებით ახალი გამომწერები მოდიან, გამოწერის ბონუსები შემოსავალს საგრძნობლად გიზრდის.

  • რამდენიმე პარტნიორული პლატფორმა ვცადე და აქ ყველაფერი ბევრად გამჭვირვალეა. თითოეულ დარიცხვას ცალ-ცალკე ვხედავ.

  • ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მცირე აუდიტორიითაც შეგიძლია დაიწყო. წინასწარ არავისთან არაფრის მტკიცება არ გჭირდება.

  • ყველაფერი ისე მარტივია, ინსტრუქციაც არ დამჭირვებია. ანგარიში შევქმენი და რამდენიმე წუთში კოდიც მქონდა.

  • კოდს პროფილის აღწერაშიც ვდებ და ელფოსტის გზავნილებშიც. ასე პროგრამაში მაშინაც ვმონაწილეობ, როცა ვიდეოების გადაღების დრო არ მაქვს.

  • ჩემთვის Tutoro იმით გამოირჩევა, რომ ნახვებშიც მიხდიან და ახალი გამოწერებისთვისაც ბონუსებს ვიღებ.

  • ამ პროგრამას დიდი პოტენციალი აქვს. განსაკუთრებით მომწონს, რომ ზუსტად ვიცი, როგორ გადავიდე შემდეგ ლიგაში და რისთვის მერიცხება თითოეული თანხა.

  • როცა დავიწყე, TikTok-ზე ცოტა გამომწერი მყავდა, მაგრამ თავიდანვე ვიგრძენი, რომ ეს პროგრამა ჩემნაირი კონტენტ კრეატორებისთვისაც იყო.

  • მთელ შემოსავალს ერთ ადგილას ვხედავ. მაშინვე ჩანს, რომელმა ვიდეომ რამდენი მომიტანა.

  • როცა რამე სწრაფად უნდა დავდო, ბიბლიოთეკა მშველის. ვარჩევ ვიდეოს, ვამონტაჟებ და ვაქვეყნებ.

  • მომწონს, რომ თავად ვირჩევ, როგორ გავაცნო სხვებს Tutoro. ამისთვის კონტენტ კრეატორობა ჩემს მთავარ საქმედ არ უნდა ვაქციო.

  • უფრო მაღალ ლიგაში გადასვლით შემოსავალი საგრძნობლად იზრდება. ზუსტად იცი, რისთვის ღირს მეტი მონდომება.

  • აქ კონტენტ კრეატორებზე მართლა ზრუნავენ. ჩართვა უფასოა, გამომწერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და ფულსაც რამდენიმე გზით გამოიმუშავებ.

  • ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. ძირითადად ვიდეოებით ფულის გამოსამუშავებლად ჩავერთე და მარტივად ვხედავ, რამდენი ნახვა მაქვს და რამდენი გამოვიმუშავე.

  • მომწონს, რომ ზუსტად ვიცი, როდის შევძლებ დროებით შეჩერებული თანხის მიღებას. პატარა დეტალია, მაგრამ პროგრამას უფრო ვენდობი.

  • ეტყობა, რომ პროგრამის შექმნისას მხოლოდ ინფლუენსერებზე არ უფიქრიათ. ვიდეომემონტაჟეებსა და რეფერალურ პარტნიორებსაც შეუძლიათ მონაწილეობა. კარგი მოფიქრებაა.

  • კონტენტ კრეატორების პროგრამებიდან, რომლებიც მიცდია, ეს ალბათ ყველაზე მარტივია. სწრაფად იწყებ, წესებიც გასაგებია და ფულის გამომუშავებაც რამდენიმე გზით შეგიძლია.

კითხვები გაქვს? აქ პასუხებს იპოვი

  • აუცილებელია, გამომწერების გარკვეული რაოდენობა მყავდეს?

    არა. პროგრამაში მონაწილეობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი გამომწერი გყავს. მინიმალური ზღვარი მხოლოდ ვიდეოს ეხება: მან 3,000 ნახვა უნდა დააგროვოს. ეს წესი ახალ ანგარიშზეც ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც პოპულარულზე.

  • ვიდეოები აუცილებლად მე უნდა გადავიღო?

    როგორც შენ გირჩევნია! გადაიღე საკუთარი ვიდეოები, აჰყევი ტრენდებს ან ჩვენი ბიბლიოთეკის მასალებით დაამონტაჟე კლიპები. არც სახის გამოჩენა გევალება და არც რაიმეს თავად გადაღება.

  • ვიდეოების შექმნის გარეშეც შემიძლია ფულის გამომუშავება?

    რა თქმა უნდა! გააზიარე შენი უნიკალური სარეფერალო ბმული ან კოდი და მიიღე ფული, როცა შენ მიერ მოწვეული ადამიანი Tutoro-ს ფასიან გამოწერას შეიძენს. გამოწერების აღრიცხვას აპის გაშვებისთანავე დავიწყებთ და მათგან შემოსავალსაც იმ დროიდან მიიღებ.

  • როგორ გამოვიმუშავებ ფულს?

    როგორც კი შენი ვიდეო 3,000 ნახვას დააგროვებს, პროგრამის პირობების შესაბამის ნახვებში ფულს მიიღებ. დამატებით გამოიმუშავებ თითოეულ ადამიანზე, რომელიც შენი რეკომენდაციით ფასიან გამოწერას შეიძენს. გამოწერებიდან შემოსავლის მისაღებად ნახვების მინიმუმი არ გჭირდება, ვიდეოების გარეშეც შეგიძლია გამოიმუშაო. გამოწერების აღრიცხვას აპის გაშვებისთანავე დავიწყებთ და მათგან შემოსავალსაც იმ დროიდან მიიღებ.

  • რა უნდა იყოს ჩემს ვიდეოებში?

    შექმენი ვიდეოები შენებურად, შენი სტილით. ვიდეოში აჩვენე Tutoro და აღწერაში ჩაწერე tutoro.pro. დაამატე შენი სარეფერალო კოდიც, რომ შენ მიერ მოზიდული გამოწერებიდან შემოსავალი მიიღო.

  • შემიძლია ვიდეოები ჩემს ენაზე გამოვაქვეყნო?

    კი! Tutoro-ს ათობით ქვეყანაში იყენებენ, ამიტომ თამამად გადაიღე შენს ენაზე. ჩვენს ბიბლიოთეკაში სცენარებს რამდენიმე ენაზე იპოვი. საკვანძო სიტყვა კი უცვლელია, რა ენაზეც უნდა იყოს შენი ვიდეო.

  • როგორ ითვლით ვიდეოს ნახვებს?

    დააკავშირე YouTube ან TikTok და ავტომატურად დავითვლით იმ ვიდეოების ნახვებს, რომელთა სათაურში ან აღწერაშიც წერია tutoro.pro. Instagram-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეოების ბმულები კი სათითაოდ დაამატე შენი პირადი გვერდიდან. ვიდეოდან შემოსავალს მას შემდეგ მიიღებ, რაც ის შემოწმებას გაივლის და 3,000 ნახვას დააგროვებს.

  • ფულს როდის და როგორ მივიღებ?

    შენს შემოსავალს პირად გვერდზე ნახავ. როცა გასატანად ხელმისაწვდომი თანხა მინიმუმ $20 იქნება, მოითხოვე მისი ჩარიცხვა PayPal-ით, Wise-ით ან საბანკო გადარიცხვით. თანხას ჩვენი გუნდი ხელით რიცხავს, ჩვეულებრივ, რამდენიმე სამუშაო დღეში.

  • შემიძლია სხვა კონტენტ კრეატორების ვიდეოებიდან ფრაგმენტები გამოვიყენო?

    კი, შეგიძლია ვიდეოები ჩვენი ბიბლიოთეკის მასალებით ან სხვისი კლიპებით დაამონტაჟო, თუ მათი გამოყენების ნებართვა გაქვს. დაამატე რამე შენებური და ვიდეოში Tutoro აჩვენე.

დაიწყე ფულის გამომუშავება Tutoro-სთან ერთად

გადაიღე შენი ვიდეოები, დაამონტაჟე კლიპები ან უბრალოდ გააზიარე სარეფერალო კოდი. გამოიმუშავე იმ ნახვებით, რომლებიც პროგრამის პირობებს აკმაყოფილებს, და თითოეული ფასიანი გამომწერით, რომელსაც მოიწვევ. შემოგვიერთდი უფასოდ და დაიწყე!

შეავსე განაცხადი

გაეცანი კონტენტ კრეატორების პირობებს